სამაშველო სამუშაოები გონიოსა და ბათუმში

05 ივლ 2017

დილიდან მაშველები ზღვაში 23 წლის მამაკაცს ეძებენ. სამძებრო ოპერაცია გონიოს მიმდებარე ტერიტორიაზე  დილიდან განახლდა.

ახალგაზრდა, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ზღვაში გუშინ დღის ბოლოს  შევიდა. პარალელურად მეოთხე დღეა მაშველები ასევე  ზღვაში ეძებენ სპორტსმენ კობა ბაკურიძეს.