სირიის არმია რაქაში შევიდა

04 ივნ 2016

ერაყის სახელისუფლებო ძალებმა ქალაქი საკლავია ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" გაათავისუფლეს. "BBC"-ს ინფორმაციით, ერაყის შეიარაღებული ძალები ქალაქს, თითქმის, სრულად აკონტროლებენ. ექსტრემისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა სირიაშიც მიმდინარეობს. სირიის სახელისუფლებო ძალებმა რუსეთისა და აშშ-ის კოალიციის დახმარებით რაქას პროვინციის საზღვარი გადაკვეთეს.