ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

30 ივნ 2017

ახალ სოფლის სასპორტო სკოლაში დღეს,  ქართულ ჭიდაობაში გელა ზოიძისა და იაგო ცივაძის სახელობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება წელს პირველად ჩატარდა და მასში ხულოს, ხელვაჩაურის,შუახევის, და ბათუმის 2002-2004 წელს დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ, ტექნიკური შედეგების მაჩვენებელ სპორტსმენს, სპეციალური პრიზი გადასცა, ხოლო  დანარჩენ გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.