ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესი სრულდება

29 ივნ 2017

რომელი ქვეყანა გახდება საქართველოს შემდეგ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარე, ეს სავარაუდოდ დღეს გაირკვევა. გადაწყვეტილებას დელეგატები კენჭისყრის შემდეგ მიიღებენ, რომელიც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების რიგით მე-17 კონგრესზე გაიმართება. ღონისძიებას უკვე მეორე დღეა ბათუმი მასპინძლობს.