29 ნოე 2026, 23:42
3საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა.
მიხეილ ყაველაშვილი მატჩს შვილებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 92-78 დაამარცხა.
მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნულ ნაკრებს ქვეყნის ღირსეული წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ შეხვედრებში წარმატება უსურვა.