უდიდესი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

29 ნოე 2026, 21:15

14
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას უმასპინძლა და 92:78 სძლია.

26 ნოემბერს ჩვენმა გუნდმა საბერძნეთში მძიმე მატჩი გადაიტანა, ოვერტაიმში 92:88 მოიგო. ამის შემდეგ ძალების აღსადგენად მხოლოდ ორი დღე ჰქონდა. თუნდაც ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო, რომ პორტუგალიასთან იოლი მატჩი არ იქნებოდა, მითუმეტეს, რომ მეტოქეც არ იყო ურიგო. პორტუგალიამ ხომ ამ შესარჩევზე ესპანეთიც დაამარცხა, უკრაინაც და საბერძნეთიც.

ისევე, როგორც პორტუგალიაში გამართულ შეხვედრაში საქართველო პირველ შეხვედრაში პირველ ნახევარში საქართველო მეტოქეს ამჯერადაც 10 ქულით ჩამორჩა. თუმცა მესამე პერიოდში რიდისა და მერკვილაძის შედეგიანობის წყალობით დიდ შესვენებამდე სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა – 38:42.

ამის შემდეგ იყო ქართველთა აფეთქება და 17:0 გაქცევა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. პორტუგალია კი სხვაობის გაზრდის საშუალებას არ აძლევდა. მეოთხე პერიოდში ჩვენი გუნდი მუდმივად წინ იყო, თუმცა პორტუგალიელები სხვაობას 5 ქულამდეც ამცირებდნენ.

თუმცა სანაძისა და მერკვილაძის სამქულიანებით საქართველო მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 83:70 დაწინაურდა. ამის შემდეგ პორტუგალია შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და სავსე ტრიბუნებით გამხნევებული ქართველი კალათბურთელების შეჩერება ვეღარ შეძლო. 92:78 საქართველოს სასარგებლოდ.

„ჯვაროსნებში“ ყველაზე მეტი, 22 ქულა მარკის რიდმა ჩააგდო, 17 ქულა ჰქონდა ალექსანდრე მერკვილაძეს, 14 – თორნიკე შენგელიას, 12 – დუდა სანაძეს, 15 – რატი ანდრონიკაშვილს.