29 ნოე 2026, 21:15
14დასრულდა ტურნირი „ბათუმის იახტკლუბის თასი 2026“ აფროსნობაში. შეჯიბრება „ოპტიმისტის“, „ოპტიბატის“, „ილკა 6-ისა“ (ILCA 6) და „ილკა 7-ის“ (ILCA 7) კლასებში ჩატარდა.
ასპარეზობაში აჭარის აფროსნობის ფედერაციისა და ბათუმის იახტკლუბის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. სამდღიანი ასპარეზობის შემდეგ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
შეჯიბრება აჭარის აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.