29 ნოე 2026, 21:16
33ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ფოტოგამოფენა სახელწოდებით "ისტორია პორტრეტებად" მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილია ციფრული ფოტოები, რომლებიც აჭარაში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების საქმიანობასა და ცხოვრებისეულ ისტორიებს აერთიანებს.
პროექტის ორგანიზატორების თქმით, ციფრულ ეპოქაში ბეჭდური ფოტოები თანდათან გაქრა, ამიტომ ბათუმში მოღვაწე ადამიანებზე შექმნილი ფოტომატიანე ისტორიას მნიშვნელოვან მემკვიდრეობად დარჩება.
გამოფენის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის კულტურის მინისტრი. ელისო ბოლქვაძის თქმით, "ისტორია პორტრეტებად" ძალიან საინტერესო პროექტია, ის ეხება ადამიანებს, რომლებიც სამაგალითოები არიან თავიანთი ქვეყნის, ქალაქისა თუ პროფესიების განვითარების მხრივ გაწეული ღვაწლით.
გამოფენაზე ოცამდე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბათუმელს, ბეჭდურ ფოტოებთან ერთად, სპეციალური ჯილდოები გადასცეს.