ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა

29 ნოე 2026, 18:16

12
გაზიარება:

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული სამოც წლამდე მამაკაცია.

ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.