ბათუმის სპორტის სასახლეში შერეულ ორთაბრძოლებში ტრადიციული ტურნირი გაიმართა

29 ნოე 2026, 15:33

21
გაზიარება:

ბათუმის სპორტის სასახლეში შერეულ ორთაბრძოლებში ტრადიციული ტურნირი გაიმართა.

ასპარეზობა, რომელიც აჭარის შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის ორგანიზებით იუნიორთა და დიდების კატეგორიაში ჩატარდა, რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. სპორტის სასახლემ დღეს დასკვნით, მეოთხე ეტაპს უმასპინძლა.

დაკომპლექტდა აჭარის ასაკობრივი ნაკრები გუნდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე იასპარაზებენ.