29 ნოე 2026, 15:30
38„გასტრო ბათუმი - 2026" დღეს აჭარული კერძების საპრეზენტაციო ვახშმით დასრულდება.
წლევანდელი ფორუმის მთავარ სპიკერებს შორის არიან საერთაშორისო გასტრონომიული კონსულტანტი, ბრიტანელი შეფი დანიელ გალმიში; ესპანელი შეფი და გასტრონომიული მკვლევარი ნაუელ პასოსი; საფრანგეთის კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის უმაღლესი სკოლის შეფ-ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი; პროფესიონალი ყასაბი, საფრანგეთის საუკეთესო ოსტატი რომენ ლებოფი და ფრანგი გასტროფიზიკოსი კრისტოფ ლაველი;
ფორუმს ესპანელი, იტალიელი და ბერძენი ჟურნალისტები და ინფლუენსერებიც დაესწრნენ, რომლებიც ბათუმსა და აჭარულ გასტრონომიაზე საერთაშორისო აუდიტორიის ინფორმირებას უზრუნველყოფენ. ფორუმის შესახებ სტატიები საერთაშორისო კულინარიულ გამოცემებში გამოქვეყნდება.
„გასტრო ბათუმს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მეოთხედ ატარებს, პროექტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, 100-მდე შეფმზარეული გადამზადდა.
„გასტრო ბათუმი“ მიზნად ისახავს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და აჭარული კერძების ადგილობრივ თუ საერთაშორისო სარესტორნო სივრცეში პოპულარიზაციას.