"როიტერის" ცნობით, პაკისტანმა საუდის არაბეთში საკუთარი სამხედრო შენაერთები განალაგა

29 ნოე 2026, 14:46

7
გაზიარება:

პაკისტანმა საუდის არაბეთში საკუთარი სამხედრო შენაერთები განალაგა. „როიტერის“ ცნობით, პაკისტანის არმიამ ისლამაბადში მექას თავდაცვის ალიანსის მაღალი დონის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია.

„სამხედროების განლაგება ასახავს პაკისტანის ურყევ ერთგულებას საუდის არაბეთის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია პაკისტანის არმიის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ჯარისკაცები საუდის არაბეთში იმოქმედებენ შეთანხმებული ვალდებულებებისა და თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის არსებული ჩარჩოს შესაბამისად.

პაკისტანის არმიის განცხადებით, უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემების ფონზე ჯარების განლაგების მიზანია საუდის არაბეთის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. ჯერ უცნობია, რამდენი ჯარისკაცი გაგზავნა პაკისტანმა საუდის არაბეთში.

ცნობისთვის, 2026 წლის აგვისტოში საუდის არაბეთმა, პაკისტანმა და თურქეთმა მექაში ხელი მოაწერეს ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას. თავდაცვის შეთანხმების მიხედვით, სამი სახელმწიფოდან რომელიმეზე შეიარაღებული თავდასხმა ჩაითვლება ყველა მათგანზე თავდასხმად. ამასთან, როგორც აღინიშნა, შეთანხმების მიზანია აგრესიის ყველა ფორმის წინააღმდეგ კოლექტიური შეკავების გაძლიერება.