ირაკლი ზარქუა: ორ თვეზე მეტია, აორგანიზებენ, გვემუქრებოდნენ წალეკვით და შეკრიბეს 7 000-მდე ადამიანი, ისიც 33 წუთში დაეშალათ, აგენტი და უსამშობლო როცა ხარ, შენი მომხრეებიც კი გაგემიჯნებიან

29 ნოე 2026, 14:26

4
გაზიარება:

ორ თვეზე მეტია, აორგანიზებენ, გვემუქრებოდნენ წალეკვით, განადგურებით, თავზე გადავლით და შეკრიბეს 7000-მდე ადამიანი, ისიც 33 წუთში დაეშალათ. იმედია, ახლა მაინც საბოლოოდ დარწმუნდით ე.წ ოპო-ლიდერები, რომ აგენტი და უსამშობლო როცა ხარ, შენი მომხრეებიც კი გაგემიჯნებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს და 28 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით გამართულ აქციას ეხმაურება.

როგორც ზარქუა აღნიშნავს, მშვიდობას და პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს და სწორედ ამას უჭერენ მხარს ადამიანები.

„აბრალეთ ახლა ერთმანეთს, ვისი ბრალია მორიგი ჩავარდნა შეკრების და დაფოტოშოფებული ფოტოებით ატყუეთ მავანნი. მთელმა საქართველომ კი ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რამდენი შემორჩით ერთმანეთს. მშვიდობას და პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამას უჭერს მხარს დანარჩენი საქართველოც“, - წერს ირაკლი ზარქუა.