ბენიამინ ნეთანიაჰუ და გადი ეიზენკოტი არჩევნების შედეგად შექმნილი პოლიტიკური ჩიხის დასაძლევად მოლაპარაკებებს გამართავენ

29 ნოე 2026, 13:07

9
გაზიარება:

ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ოპოზიციის ლიდერს, გადი ეიზენკოტს შეხვდება. შეხვედრაზე არჩევნების შედეგად შექმნილი პოლიტიკური ჩიხის დასაძლევად მოლაპარაკებები გაიმართება.

ნეთანიაჰუს განცხადებით, ის თანახმაა ეროვნული ერთიანობის როტაციული მთავრობის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის პოსტი თავდაპირველად გადი ეიზენკოტმა დაიკავოს. თავის მხრივ, ეიზენკოტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს „ნამდვილი და დაჩქარებული მოლაპარაკებებისკენ“ მოუწოდა.

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდგომ კვირაში კონსულტაციები გამართა ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რის შემდეგაც ეიზენკოტს მთავრობის ფორმირებისთვის 28-დღიან ვადა მისცა.

ეიზენკოტის ცენტრისტულმა პარტია „იაშარმა“ და სამმა სხვა ებრაულმა ოპოზიციურმა პარტიამ ოქტომბრის არჩევნებში 48 ადგილი მოიპოვეს. ნეთანიაჰუს ბლოკმა 53 ადგილი მიიღო; შესაბამისად, 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა.