29 ნოე 2026, 12:55
12ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, პროექტის - „არ დავივიწყოთ ქართული“ ფარგლებში, თეატრალური წარმოდგენა „ფესვები საქართველოა“ გაიმართა.
ღონისძიება „მომავლის პალიტრის“ ორგანიზებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ახალგაზრდები, ასევე, ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
თეატრალური წარმოდგენა საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას, სამშობლოს სიყვარულს, ქართული ენისა და რწმენის მნიშვნელობასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას მიეძღვნა.