საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის შესაძლო აკრძალვის საკითხზე მსჯელობა ხვალ განახლდება

29 ნოე 2026, 12:52

14
გაზიარება:

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის შესაძლო აკრძალვის საკითხზე მსჯელობა ხვალ განახლდება. 

კონსტიტუციურ სარჩელზე არსებითი განხილვის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.  საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

სარჩელი პარლამენტის 88 დეპუტატს აქვს წარდგენილი. მოსარჩელე მხარე ხუთი პოლიტიკური გაერთიანების  არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვს. სასამართლოში საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.

პროცესის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს კითხვებს უსვამენ და მოსარჩელის არგუმენტებს განიხილავენ.