29 ნოე 2026, 12:46
15საერთაშორისო ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესები, ასევე, სამომავლო გეგმები შეაჯამა საქართველოს პრემიერ-მინისტმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "ღია ეთერში" საუბრისას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ წარსული გამოცდილებით ევროპამ შეძლო სწორ გზაზე დგომა და ასეთ შემთხვევაში მოლოდონია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.
პრემიერმა, ასევე, ისაუბრა განათლების რეფორმაზე და მედიკამენტების ფასებზე. მისი განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განათლების რეფორმაზე, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებებს, როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე, უმაღლესი განათლების დონეზე.
„რაც შეეხება საჯარო სკოლებს - ჩემი ბავშვებიც დადიან კერძო სკოლაში, თავიდანვე კერძო სკოლაში შევიყვანე და ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ რა: ჩვენ სწორედ ამიტომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს განათლების რეფორმაზე, ზოგადი განათლების რეფორმაზე, რომ არ ვართ კმაყოფილი საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით. ამას ძალიან მკაფიოდ ვამბობთ. ეს პრობლემები დაგროვდა დიდი ხნის განმავლობაში - 90-იან წლებში, შემდეგ კიდევ 10 წელი იყო და ასევე, ჩვენ აღიარებით გამოვედით იმასთან დაკავშირებით, რომ თუ სადმე გვქონდა მცირე პროგრესი ამ წლების განმავლობაში, იყო სწორედ განათლების სისტემა. ამიტომ ცალკე გამოვედით უმაღლესი განათლების რეფორმის ინიციატივით, ცალკე გამოვედით ზოგადი განათლების რეფორმის ინიციატივით. ჩვენ გვინდა რადიკალურად, ფუნდამენტურად შევცვალოთ მდგომარეობა, როგორც ზოგადი განათლების დონეზე, ასევე, უმაღლესი განათლების დონეზე", - აღნიშნა კობახიძემ.
მდეიკამენტების ფასებზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ წამლის ფასებზე მიღებული იქნა ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული ზომები.
„ხელისუფლებას რითაც შეეძლო ამ სფეროში ჩარევა, ყველაზე ქმედითი ზომა გამოიყენა და ეს არის ე.წ. რეფერენტული ფასები, რომლითაც მოხერხდა ძირითად მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, დაწესდა ზღვრები, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ ინფლაციური პროცესები წამლების ნაწილში დაგვესტაბილურებინა. ერთადერთი ქმედითი ზომა, რაც შეეძლო მიეღო ხელისუფლებას ამ სფეროში, იყო სწორედ რეფერენტული ფასების დადგენა და შემოღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.