საქართველოს კალაბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპზე, პორტუგალიას დაუპირისპირდება

29 ნოე 2026, 12:25

8
გაზიარება:

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს,19:15 საათზე, ქორქიას და ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპზე პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ჯგუფში საქართველოს, უკრაინასა და ესპანეთს 6-6 მოგება აქვთ, პორტუგალია კი 5 გამარჯვებით მეოთხე პოზიციაზეა.

საქართველო გამარჯვების შემთხვევაში, ისინი პორტუგალიელებს 2 მოგებით გაუსწრებენ. ფინალურ ეტაპზე კი ჯგუფში 3 საუკეთესო გუნდი გადის.

საქართველო-პორტუგალიის წინა შეხვედრა 2026 წლის აგვისტოში პორტუგალიაში საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 98:90 დასრულდა.