28 ნოე 2026, 21:34
37ხელვაჩაურის სასპორტო სკოლამ სპორტულ კარატეში ტრადიციულ ტურნირს აჭარის თასი 2026-ს უმასპინძლა.
შეჯიბრება 6-დან 17 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს კარატისტებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩემპიონობისთვის ასამდე სპორტსმენი იბრძოდა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირი აჭარის სპორტული კარატეს ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის და ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მხარდაჭერით ჩატარდა.