28 ნოე 2026, 18:27
10ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ანიმაციური ზღაპრის - „წითელჰუდას“ მესამე ჩვენება გაიმართა.
თეო გორგოშაძის „წითელჰუდა“ შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის, „წითელქუდას“ თანამედროვე ინტერპრეტაციით შექმნილი დამოუკიდებელი ნაწარმოებია.პროექტი მაყურებელს წიგნის, კომიქსისა და ანიმაციური ფილმის სახით წარედგინა.
ჩვენებას ბათუმის №2 და №4 საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ. ანიმაციის ნახვის შემდეგ ბავშვებმა, ავტორთან ერთად, პერსონაჟების გადაწყვეტილებები განიხილეს და საკუთარ მოსაზრებებზე ისაუბრეს.
შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, მსჯელობისა და საკუთარი აზრის გამოხატვის უნარების განვითარება იყო.