USAID-ის საქმიანობის შესახებ გასაჯაროებული მასალები პოლიტიკური განხილვების საგანია საქართველოში

28 ნოე 2026, 18:24

7
გაზიარება:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის შესახებ გასაჯაროებული მასალები პოლიტიკური განხილვების საგანია საქართველოში. 

ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეების უფლებებს იცავდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, დოკუმენტებში აღწერილი დაფინანსების სქემები საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას, სასურველი გზავნილების გავრცელებასა და არასასურველი ინფორმაციის შეზღუდვას ემსახურებოდა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გამოქვეყნებული მასალები კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მიერ წლების განმავლობაში გამოთქმულ ბრალდებებს.

2026 წლის 24 ნოემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული 2 000-ზე მეტი გვერდი სამსახურებრივ მიმოწერას, მემორანდუმებსა და პროგრამულ ანგარიშებს მოიცავს, სადაც საუბარია სოციალური ქსელების მონიტორინგისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სააგენტოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების როლზე საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

მასალების მიხედვით, სააგენტოს მხარდაჭერილი ორგანიზაციები, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED), თანამშრომლობდნენ სოციალური მედიის პლატფორმებთან (მაგალითად, Meta-სთან) არაავთენტური ანგარიშებისა და გვერდების გამოვლენისა და გაუქმების მიზნით.