28 ნოე 2026, 18:00
26„ეკომეგობრული აჭარა 2026“ მასშტაბური ღონისძიებით დასრულდა. პროექტის ფარგლებში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის 36 სკოლაში 64 ტონაზე მეტი ელექტრო ნარჩენი შეგროვდა. პირველ ადგილზე ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა, მეორე ადგილზე ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა, ხოლო მესამე ადგილზე სოფელ სალიბაურის საჯარო სკოლა გავიდა.
გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის „ვეისთლესმა“ დამატებით ხუთი სკოლა დააჯილდოვა. სპეციალური ჯილდოები დაბალკონტინგენტიან სკოლებსაც გადაეცათ, რომლებმაც პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული მონდომება, აქტიურობა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა გამოავლინეს.
პროექტში ჩართული აქტიური სკოლები აჭარის განათლების სამინისტრომ და პარტნიორმა ორგანიზაციებმაც დააჯილდოვეს. მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე 39 კრეატიული ვიდეო შექმნეს, რომლებიც კამპანიის ოფიციალურ TikTok-გვერდზე გავრცელდა.
ეკოფესტივალის მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ელექტრონული ნარჩენების სწორი მართვის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩართულობის წახალისება იყო. პროექტი საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ ორგანიზებით ხორციელდება.