28 ნოე 2026, 17:54
29„შემოდგომა ქედაში“ - ამ სახელწოდებით ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დაესწრნენ.
ღონისძიების ძირითადი ნაწილი ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში მიმდინარეობდა. მეწარმეებმა საშემოდგომო დეკორაციები, ხელნაკეთი ნივთები და მუსიკალური საკრავები ქედის ისტორიულ ხიდზე წარმოადგინეს.
ღონისძიებაზე ადგილობრივი და მოწვეული მეწარმეებისა და მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები და სასპორტო სკოლის წარმატებული სპორტსმენები. დღესასწაული კონცერტით გაგრძელდა.
"დღეს არის განსაკუთრებული ზეიმი ქედის მუნიციპალიტეტში. "შემოდგომა ქედაში" არის სახალხო დღესასწაული, რომელიც წლიდან წლამდე აღინიშნება მთაში. დღეს ჩვენ ვხედავთ, ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია აქ შეკრებილი - ეს არის დღესასწაული გვერდში დგომის, ერთმანეთის ნახვის, ახალი გეგმების გაზიარების. მინდა მივულოცო თითოეულ ქედელს და წარმატებები ვუსურვო", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.