28 ნოე 2026, 15:54
8ჯუნიორთა შორის კალათბურთში დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. 12, 14 და 16 წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიებში გამართულ შეჯიბრებაში აჭარის, გურიისა და სამეგრელოს 12 გუნდი მონაწილეობს.
ტურნირი ეროვნული ჩემპიონატის ანალოგიური ფორმატით იმართება - ჩატარდება რეგულარული სეზონის მატჩები, ოთხთა ფინალი და ფინალი. დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი კი 2027 წელს, სეზონის ბოლოს გამოვლინდება.
ჯუნიორთა საკალათბურთო ჩემპიონატი დასავლეთ საქართველოს კალათბურთის ლიგის ორგანიზებით ტარდება.