საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პედრო მოურას შეხვდა

28 ნოე 2026, 15:51

3
გაზიარება:

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პედრო მოურას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 2029 წლის მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე, ასევე, გადაწყდა, რომ 2027 წელს ევროპის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა თბილისში გაიმართება.

საქართველომ 2029 წლის მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდული   ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსი მიმდინარე წელს მოიპოვა. შეხვედრა თურქეთში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართა.