ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ოფისის თანამშრომლების მკვლელობა დაგმო

28 ნოე 2026, 15:02

2
გაზიარება:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დაგმო ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ოფისის თანამშრომლების მკვლელობა.

„ღაზაში ჯანდაცვის დაწესებულებებზე, ჯანდაცვის მუშაკებსა და ჰუმანიტარულ პერსონალზე თავდასხმები აღმაშფოთებელი და მიუღებელია“, - დაწერა მან იქსზე. ორგანიზაციამ ექიმები საზღვრებს გარეშე  დაადასტურა, რომ დაღუპული ორი კაცი ორგანიზაციის ოფისის დარაჯი იყო.

ღაზაში მოკლული  ექიმები საზღვრებს გარეშე ორგანიზაციის თანამშრომლების საერთო რაოდენობამ 17-ს მიაღწია. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ლიკვიდირებულები  ჰამასის მებრძოლები იყვნენ, რომლებიც „ჰუმანიტარულ მუშაკებად ასაღებდნენ თავს“.