28 ნოე 2026, 15:45
3უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნეჟინში სამრეწველო საწარმოზე რუსული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ნეჟინში თავდასხმის ადგილზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს.
სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 55 თანამშრომელი და ტექნიკის 14 ერთეული, მათ შორის, ორი კინოლოგიური ჯგუფი.
გასული ღამით რუსეთმა უკრაინას 162 დრონით შეუტია. უკრაინის საჰაერო ძალებმა 141 უპილოტო საფრენი აპარატის, მათ შორი, 54 რეაქტიულის განეიტრალება შეძლეს.