28 ნოე 2026, 15:06
4ავღანეთში სკოლის მახლობლად აფეთქების შედეგად შვიდი მოსწავლე დაიღუპა და 99-მდე დაშავდა.
„თალიბანის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის აბდულ მატინ ქანის ცნობით, შემთხვევა ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუნარის პროვინციაში, პაკისტანის საზღვართან ახლოს მოხდა.
მისივე წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება სკოლის მახლობლად მდებარე სამთო კომპანიების ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობში მოხდა.
ამასთან, როგორც კუნარის პროვინციის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, მავლა დადმა „ალ ჯაზირას“ განუცხადა, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.