28 ნოე 2026, 14:57
3ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის მესამე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები საუკეთესო სტატიისთვის, ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, აფხაზეთის თემაზე მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის და შეიარაღებული კონფლიქტის ისტორიული კადრების აღბეჭდვისა და შენარჩუნებისთვის.
ალექსანდრე (საშა) ბერულავა ქართული ჟურნალისტიკის გამორჩეული წარმომადგენელი იყო. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით ჩატარდა.
პრემიის მიზანია ქართულ მედიაში აფხაზეთის თემის გაშუქების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის დაფასება.