მსოფლიო პარატაეკვონდოს გრან პრის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა

28 ნოე 2026, 13:19

5
გაზიარება:

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიო პარატაეკვონდოს გრანპრის ფინალურ ტურნირზე ქართველმა პარატაეკვონდოისტმა, ანა ჯაფარიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

K44 კლასში, 52 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა პარაათლეტმა ფინალურ შეხვედრაში უზბეკეთი უმიდა მამარაჯაბოვა 2:0 დაამარცხა. ჯაფარიძემ ორივე რაუნდი დიდი უპირატესობით მოიგო – 10:2 და 13:5.

მსოფლიო გრანპრის ფინალი პარატაეკვონდოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებაა.

მსოფლიო გრანპრის ფინალურ შეჯიბრზე ანა ჯაფარიძის მონაწილეობა საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძებელი.