28 ნოე 2026, 13:14
10საქართველოს ეროვნულ ლიგის სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „დინამო ბათუმმა“ ლიდერობა დაიბრუნა და სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზეა.
ეს იყო „დინამოს“ ბოლო საშინაო მატჩი საკუთარ მოედანზე. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა თორნიკე კირკიტაძის დუბლით გორის „დილა“ 2:0 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ბათუმელთა შემტევმა ანგარიში პირველი ტაიმის შუაში გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს მეორედ აიღო მეტოქის კარი, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო ბათუმი“ 65 ქულით პირველია, 63 ქულა აქვს „იბერიას“ და 62 „დინამო თბილისს“. დარჩენილია მხოლოდ ორი ტური, პირველ დეკემბერს ერთმანეთს „იბერია“ და „დინამო ბათუმი“ დაუპირისპირდებიან.
12 დეკემბერს ბათუმის „დინამო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში „გაგრას“ დაუპირისპირდება. ზღვისპირელებს წელს რეალური შანსი აქვთ, საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად საქართველოს თასიც მოიგონ და დუბლი შეასრულონ.