28 ნოე 2026, 13:08
6FIDE-ს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ტური ჭადრაკში დღეს გაიმართება. გამოვლინდებიან ჩემპიონ-პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებით, სიგელებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
ჭადრაკში კადეტთა შორის FIDE-ს მსოფლიო ჩემპიონატს ბათუმი მასპინძლობს. შეჯიბრება, რომელიც 8, 10 და 12 წლის ვაჟთა და გოგონათა შორის ტარდება, 21 ქვეყნის 48 მოჭადრაკე მონაწილეობს. ასპარეზობა წრიული სისტემით, შვიდ ტურად ტარდება. თითოეულ კატეგორიაში კი 8 მოჭადრაკე თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.