ბოლივიაში ათასობით მუშამ, მასწავლებელმა და მაღაროელმა საპროტესტო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა

28 ნოე 2026, 13:07

7
გაზიარება:

ბოლივიაში ათასობით მუშამ, მასწავლებელმა და მაღაროელმა ელ ალტოდან ლა-პასამდე საპროტესტო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეებმა  დიზელის ფასების 14%-ით გაზრდის შესახებ ბრძანებულების გაუქმება მოითხოვეს.

მომიტინგეები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გეგმებს, საშუალო დონის პროფესიული მომზადების ინსტიტუტების კონტროლი სახელმწიფოდან რეგიონულ მთავრობებს გადაეცეს.

სატრანსპორტო ორგანიზაციების პროფკავშირებმა, 30 ნოემბერიდან, განუსაზღვრელი ვადით საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს.