28 ნოე 2026, 13:02
9ესპანეთის კანარის კუნძულებთან ნავის ჩაძირვის შედეგად 14 მიგრანტი დაიღუპა. ნავზე 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ტრაგიკული შემთხვევა ესპანეთში კვირას დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, სადაც იმიგრაციის საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.
სამაშველო სამსახურის განცხადებით, ექვსი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. სანაპირო დაცვამ 84 მიგრანტის გადარჩენა შეძლო.
პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ევროპაში იმიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრეა და მიიჩნევს, რომ ის ეკონომიკისთვის სასარგებლოა.
მემარჯვენე ძალები, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლიდერობენ, მიგრაციაზე გაცილებით მკაცრ კონტროლს მოითხოვენ.