პაკისტანის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ისლამაბადში  ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებას განიხილავენ

28 ნოე 2026, 13:01

2
გაზიარება:

 პაკისტანის, თურქეთისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ისლამაბადში  ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების განსახილველად შეიკრიბნენ. შეხვედრის მონაწილეებმა დაგმეს ჰუსიტების თავდასხმები საუდის არაბეთზე.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ განიხილეს საგზაო რუკა, რომელიც პოტენციურ ახალ წევრებს თავდაცვით ალიანსში გაწევრიანების საშუალებას მისცემს.

სამმა ქვეყანამ აგვისტოში, მექაში, ირანის ომის შესახებ შეშფოთების ფონზე, ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებას მოაწერა ხელი.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ გააგრძელებენ მუშაობას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.

თურქეთს ნატოში სიდიდით მეორე არმია ჰყავს. საუდის არაბეთი ისლამის უწმინდესი ადგილების სამშობლოა და ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის ექსპორტიორია, ხოლო პაკისტანი ერთადერთი ბირთვული იარაღის მქონე მუსლიმური ქვეყანაა.