28 ნოე 2026, 12:57
7უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინისთვის მეგობრის წოდებას "უცნაური" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იგივე იქნებოდა, მეორე მსოფლიო ომის დროს ადოლფ ჰიტლერზე ეთქვათ მსგავსი.
ზელენსკიმ ეს კომენტარი მას შემდეგ შემდეგ, რაც ჩინეთში გამართულ სამიტზე ტრამპმა პუტინი „მეგობრად“ მოიხსენია. რამდენიმე დღის შემდეგ ტრამპმა თავის სოციალურ პლატფორმაზე გამოაქვეყნა პუტინთან შეხვედრის ფოტო წარწერით- „ჩემი მეგობარი“.
ტრამპსა და ზელენსკის შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია. ბოლო პერიოდში მათ შორის უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდა, როცა ტრამპმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმები ენერგომატარებლების გაძვირების მიზეზად დაასახელა და უკრაინას სადაზვერვო მხარდაჭერის შეწყვეტით დაემუქრა.
თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპის პოზიცია რუსეთს უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელებისკენ უბიძგებს.