28 ნოე 2026, 12:35
7სპეციალური პენიტენციური სამსახურის N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოები დაამზადეს.
სათამაშოები თბილისის №178 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს გადასცეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სათამაშოები ბავშვების შემეცნებითი უნარების განვითარებასა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობას ემსახურება. ისინი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან არის დამზადებული და უსაფრთხო საღებავებითაა დაფარული.
პროექტი მსჯავრდებულთა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში ჩართვას, სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებასა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.