უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის მიმართულებით ყოველდღიურად ათობით დრონსა და რაკეტას უშვებენ

27 ნოე 2026, 21:34

7
გაზიარება:

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის მიმართულებით ყოველდღიურად ათობით დრონსა და რაკეტას უშვებენ.

უკრაინის ქალაქებზე მასშტაბურ თავდასხმებს კიევი საპასუხო დარტყმებით პასუხობს. პრეზიდენტი ზელენსკი სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით მოსახლეობას რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი თავდასხმების შესახებ აფრთხილებს.

პრეზიდენტი ტრამპი ირწმუნება, რომ უკრაინაში ადამიანების ხოცვა-ჟლეტის დასრულება სურს, თუმცა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ყველაზე დიდ დაბრკოლებას ტრამპის აზრით, პუტინსა და ზელენსკის შორის პირადი დაპირისპირება წარმოადგენს.