27 ნოე 2026, 21:54
8კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სამბოში ვეტერანთა შორის საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა, რომელმაც სხვადასხვა სინჯის 19 მედალი მოიპოვა. მათ შორის 8 ოქროს, 6 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალია.
მედალოსანთა შორის იყო ბათუმელი მერაბ დოლიძე, რომელმაც ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მერაბ დოლიძე ბათუმის სპორტული ცენტრში ქართულ ჭიდაობაში ვარჯიშობს პაატა ურიადმყოფელთან, ამასთანავე, სპორტის სასახლეში ვახტანგ ზოიძესთან სამბოს და ძიუდოსაც ეუფლება.