ბათუმი ჭადრაკში კადეტთა შორის ფიდეს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

27 ნოე 2026, 21:45

9
გაზიარება:

ბათუმი ჭადრაკში კადეტთა შორის ფიდეს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. შეჯიბრებაში, რომელიც 8, 10 და 12 წლის ვაჟთა და გოგონათა შორის ტარდება, 21 ქვეყნის 48 მოჭადრაკე მონაწილეობს.

ასპარეზობა წრიული სისტემით, შვიდ ტურად ტარდება. თითოეულ კატეგორიაში კი 8 მოჭადრაკე თამაშობს. დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭადრაკში ხვალ, 28 ნოემბერს დასრულდება.