27 ნოე 2026, 18:13
23აჭარის მწერალთა სახლში პოეტსა და მუსიკოსს, ირინა ხინიკაძეს უმასპინძლეს - შეხვედრა პროექტ „მწერლის საათის“ ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა ავტორის შემოქმედებასა და ცხოვრებისეულ გზას გასცნობოდა.
ირინა ხინიკაძე ბათუმში, ექიმებისა და ხელოვანების ოჯახში დაიბადა. სხვადასხვა დროს ირინა ხინიკაძე ექიმ-რადიოლოგად მუშაობდა.
პროფესიული საქმიანობის პარალელურად კი წერს ლექსებს და მუსიკალურ კომპოზიციებს.