27 ნოე 2026, 17:56
17ბათუმის საზაფხულო თეატრს დღეს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა.
ღია ცის ქვეშ მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტოები, მათ შორის მოქალაქეების პირადი არქივებიდან. ღონისძიებას საორკესტრო მუსიკაც აფორმებდა. ბათუმის საზაფხულო თეატრი 1947 წელს გაიხსნა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ბათუმის საზაფხულო თეატრის ისტორიისა და მასთან დაკავშირებული მოგონებების წარმოჩენას.
ღონისძიების მხარდამჭერები ბათუმის მერია და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი არიან.