"5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე" მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს

27 ნოე 2026, 18:00

8
გაზიარება:

"5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაზე" მეხუთე, ბოლო ნაკადზე 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს.

აპლიკანტები 23 000-ზე მეტი განაცხადიდან შეარჩიეს. პროგრამის მიმდინარე ნაკადის ფარგლებში, აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის სასურველი კურსები ოთხი ძირითადი მიმართულებიდან აერჩიათ: პროგრამირება, დიზაინი, მართვა/მხარდაჭერა და ხელოვნური ინტელექტი.

პროგრამა ინიციატივა Do IT in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია და მის მიზანს საქართველოში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის მომზადება და მოქალაქეების ციფრულ სამყაროსთან ადაპტაცია წარმოადგენს.