ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელებს მადლობას უხდის

27 ნოე 2026, 16:14

17
გაზიარება:

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილე თანამშრომლებს მადლობას უხდის. მისი განცხადებით, პოლიციელებმა მოსალოდნელი საფრთხე აირიდეს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ღირსეულად გაართვეს თავი. ღონისძიების დროს გდდ-ის ოთხმა თანამშრომელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

"მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც რეალურად გუშინ ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს აგვარიდეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას. ჩვენი ამოცანა იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ვთვლი, რომ ამ ამოცანას ღირსეულად გაართვეს თავი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. 

გდდ-ს ოთხმა თანამშრომელმა მიიღო სამწუხაროდ ჯანმრთელობის დაზიანება და ვუსურვებ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას,"- აცხადებს სულხან თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, ბათუმში „ბეშიქ თაშისა“ და „ჰა პოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, გუკლშემატკივრები თამაშის დროს ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

უთანხმოება ჯერ ქუჩაში დაიწყო, შემდეგ კი სტადიონზეც გადაინაცვლა. აგრესიულად განწყობილმა გულშემატკივრებმა სტადიონზე არსებული სკამები და სხვა ინვენტარი დააზიანეს. არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი შეურცხყოფა პოლიცილებეს, არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 პოლიციელი, 16 ადამიანი კი დაკავებულია.

დაპირისპირების გამო თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. შეგახსენებთ , რომ მატჩი „ბეშიქთაშის“ მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო,თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ "უეფას" აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო.

"უეფამ" მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ თამაშის ნეიტრალურ მოედანზე - ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.