ბათუმის იახტკლუბის თასი 2026 აფროსნობაში დაიწყო

27 ნოე 2026, 15:41

4
გაზიარება:

დღეს აფროსნობაში ბათუმის იახტკლუბის თასი 2026 დაიწყო. შეჯიბრება ოპტიმისტის, ოპტიბატის, ილკა 6-ისა და ილკა 7-ის კლასებში ტარდება.

ასპარეზობაში აჭარის აფროსნობის ფედერაციისა და ბათუმის იახტკლუბის სპორტსმენები მონაწილეობენ.

შეჯიბრება აჭარის აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით იმართება და 29 ნოემბერს დასრულდება.