ევროპელი ლიდერები 2027 წელს უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ

27 ნოე 2026, 12:48

2
გაზიარება:

ევროკავშირის ლიდერები 2027 წელს უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას მხარს უჭერენ, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ორდღიან სამიტზე ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტსა და უკრაინის დაფინანსების საკითხებზე მსჯელობენ.

ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებაზე, რაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ ხდება.