27 ნოე 2026, 12:44
5გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეების მიერ ნაპოვნი ფრინველები გადაარჩინეს და გამოჯანმრთელების შემდეგ ველურ ბუნებაში დააბრუნეს.
უწყების ინფორმაციით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბუ მოქალაქეებმა რუსთავში, ხოლო წითელი ნუსხის სამი ბუხრინწა თერჯოლის მუნიციპალიტეტში იპოვეს.
ფრინველებს ვეტერინარული დახმარება თბილისის ზოოლოგიურ პარკში გაუწიეს.