27 ნოე 2026, 12:38
4სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულებმა წითელი ხიდის სექტორ „ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთზე აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება „თებაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.