248 ფაილი და 2 000-ზე მეტი გვერდი – USAID-ის საქმიანობის შესახებ გასაჯაროებულ მასალებს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ

27 ნოე 2026, 12:28

6
გაზიარება:

248 ფაილი და 2 000-ზე მეტი გვერდი – USAID-ის საქმიანობის შესახებ გასაჯაროებულ მასალებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, დოკუმენტებში აღწერილი დაფინანსების სქემები საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას, სასურველი გზავნილების გავრცელებასა და არასასურველი ინფორმაციის შეზღუდვას ემსახურებოდა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გამოქვეყნებული მასალები კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მიერ წლების განმავლობაში გამოთქმულ ბრალდებებს.