თურქული მედია: თურქეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგებს  ესაუბრნენ

27 ნოე 2026, 12:22

7
გაზიარება:

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ თამაშის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრა. ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu Agency დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთა მიხედვითაც, „თურქეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ბათუმში ქართველი სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებთან დაკავშირებულ ვითარებას“.

ასევე, თურქული გამოცემის ინფორმაციით, საქართველოში თურქეთის საელჩოსა და ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები სტადიონზე იმყოფებოდნენ და „ყველა ზომას იღებდნენ თურქეთის მოქალაქეების უფლებების დასაცავად“.

თურქული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი შედგა თურქეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებს შორისაც.